„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი შუამდგომლობის განხილვას დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა, სასამართლომ უარი განაცხადა მოწმეთა გამოძახებაზე, რომელთა შორისაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ.
https://sputnik-georgia.com/20261021/sakonstitucio-sasamartlos-pirveli-sxdoma-dasrulda-301278653.html
შუამდგომლობები და გაძევება: როგორ ჩაიარა პარტიების აკრძალვის შესახებ პირველმა სხდომამ?
შუამდგომლობები და გაძევება: როგორ ჩაიარა პარტიების აკრძალვის შესახებ პირველმა სხდომამ?
Sputnik საქართველო
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი შუამდგომლობის განხილვას დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა, სასამართლომ უარი განაცხადა მოწმეთა გამოძახებაზე, რომელთა შორისაც ბიძინა... 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T22:00+0400
2026-10-21T22:00+0400
2026-10-21T22:00+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250491417_0:0:3283:1847_1920x0_80_0_0_5b29bb4afd6826f06a225fd8b3528c09.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის პირველი დღე, რომელზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილება, მოპასუხე მხარეების შუამდგომლობებისა და დარბაზიდან პირველი გაძევების ფონზე დასრულდა.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.სხდომას ხუთიდან მხოლოდ ოთხი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ - „ფედერალისტებმა" საქმის მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.სხდომის პირველი დღე მთლიანად მოპასუხე მხარის შუამდგომლობებს დაეთმო.„ნაცმოძრაობის" შუამდგომლობასხდომაზე პარტია „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მოწმეების სახით გამოკითხვა.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მოითხოვა შემდეგი პირების: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, განათლების მინისტრ გივი მიქანაძის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის, აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა გელაძისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის მოწმეების სახით დაკითხვა.შუამდგომლობის არასაკმარისი დასაბუთების გამო პარტიას ყველა მოთხოვნაზე უარი ეთქვა.პირველი გაძევებაპირველივე სხდომაზე რეგლამენტის დარღვევის გამო „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ რამდენჯერმე მოუწოდა დეკანოიძეს, თავი შეეკავებინა პოლიტიკური განცხადებებისგან მოწმეთა გამოძახების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას. თუმცა, მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გამოძახების თაობაზე არგუმენტაციის ნაცვლად, კვლავ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება გააგრძელა.ნადარაიას გადაწყვეტილებით, დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან მთელი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში იქნება გაძევებული.არსებითი განხილვაყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობის განხილვა, რომელმაც სადავო გახადა იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც იძიებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში და პარტიის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს.ალტერნატივის სახით პარტიამ დააყენა საკითხი - გამოეკითხათ ყველა ის პირი, ვინც კომისიას ჩვენება მისცა და მტკიცებულებად წარედგინათ მათი ჩვენებები და არა პარლამენტის დოკუმენტი. „ქართული ოცნება“ ამ შუამდგომლობის წინააღმდეგ წავიდა.საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი შუამდგომლობის განხილვას დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა და საკონსტიტუციო სასამართლომ, ადგილზე მოთათბირების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეკმაყოფილებინა იგი, რადგანაც „მისი კონსტიტუციურობის განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის“.ამასთან, აღინიშნა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხარი დაუჭიროს ამ დოკუმენტს, როგორც უდავო მტკიცებულებას“.საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ხუთშაბათს გაგრძელდება და სასამართლო კვლავ პარტიების შუამდგომლობების განხილვას გააგრძელებს. რიგშია — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შუამდგომლობები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
გამოწერა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი შუამდგომლობის განხილვას დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა, სასამართლომ უარი განაცხადა მოწმეთა გამოძახებაზე, რომელთა შორისაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის პირველი დღე, რომელზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილება, მოპასუხე მხარეების შუამდგომლობებისა და დარბაზიდან პირველი გაძევების ფონზე დასრულდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
სხდომას ხუთიდან მხოლოდ ოთხი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ - „ფედერალისტებმა" საქმის მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
სხდომის პირველი დღე მთლიანად მოპასუხე მხარის შუამდგომლობებს დაეთმო.
„ნაცმოძრაობის" შუამდგომლობა
სხდომაზე პარტია „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მოწმეების სახით გამოკითხვა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მოითხოვა შემდეგი პირების: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, განათლების მინისტრ გივი მიქანაძის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის, აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა გელაძისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის მოწმეების სახით დაკითხვა.
შუამდგომლობის არასაკმარისი დასაბუთების გამო პარტიას ყველა მოთხოვნაზე უარი ეთქვა.
პირველი გაძევება
პირველივე სხდომაზე რეგლამენტის დარღვევის გამო „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ რამდენჯერმე მოუწოდა დეკანოიძეს, თავი შეეკავებინა პოლიტიკური განცხადებებისგან მოწმეთა გამოძახების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას. თუმცა, მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გამოძახების თაობაზე არგუმენტაციის ნაცვლად, კვლავ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება გააგრძელა.
ნადარაიას გადაწყვეტილებით, დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან მთელი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში იქნება გაძევებული.
არსებითი განხილვა
ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობის განხილვა, რომელმაც სადავო გახადა იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც იძიებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში და პარტიის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს.
ალტერნატივის სახით პარტიამ დააყენა საკითხი - გამოეკითხათ ყველა ის პირი, ვინც კომისიას ჩვენება მისცა და მტკიცებულებად წარედგინათ მათი ჩვენებები და არა პარლამენტის დოკუმენტი. „ქართული ოცნება“ ამ შუამდგომლობის წინააღმდეგ წავიდა.
საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი შუამდგომლობის განხილვას დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა და საკონსტიტუციო სასამართლომ, ადგილზე მოთათბირების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეკმაყოფილებინა იგი, რადგანაც „მისი კონსტიტუციურობის განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის“.
ამასთან, აღინიშნა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხარი დაუჭიროს ამ დოკუმენტს, როგორც უდავო მტკიცებულებას“.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ხუთშაბათს გაგრძელდება და სასამართლო კვლავ პარტიების შუამდგომლობების განხილვას გააგრძელებს. რიგშია — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შუამდგომლობები.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | ჯანსაღი კრიტიკა მოგვენატრა: მათიკაშვილი საქართველოში ოპოზიციის როლის შესახებ | 0 | 10 | 22-10-2026 |
| 2 | ახალი შუამდგომლობები: პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომების მეორე დღე | 0 | 10 | 22-10-2026 |
| 3 | ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში: მმართველი პარტია ეუთოს კრიტიკას გამოეხმაურა | 0 | 10 | 22-10-2026 |
| 4 | Суд избрал Михаилу Меню меру пресечения в виде запрета определенных действий | 0 | 0 | 19-11-2020 |
| 5 | СМИ: суд по делу Саакашвили рассмотрит 9 декабря ходатайство о его освобождении | 0 | 0 | 06-12-2022 |
| 6 | Защита обжалует решение суда о продлении ареста Карапетяна | 0 | 0 | 15-08-2025 |
| 7 | Суд дал Навальному час на ознакомление с делом о клевете в отношении ветерана | 0 | 0 | 05-02-2021 |
| 8 | Обвиняемая в мошенничестве адвокат Улюкаева Дареджан Квеидзе обжаловала свой арест | 0 | 0 | 31-01-2022 |
| 9 | Блиновскую доставили в суд для оглашения приговора по уголовному делу | 0 | 0 | 03-03-2025 |