Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

რუსეთმა უკრაინას 152 დრონით შეუტია. დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩვილი დაიღუპა

Дата публикации: 15-08-2026 09:56:18

პარასკევ-შაბათის ღამეს, 15 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინას 152 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტანა. მათგან 124 ჩამოაგდეს, იუწყებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალები.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში წუხელ ღამით რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად სამი თვის ჩვილი დაიღუპა. რუსული დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაშავებულებს შორის არიან 5 და 12 წლის ბავშვები. სულ დაჭრილია 11 ადამიანი, განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა...

Основное содержимое страницы с новостью.

პარასკევ-შაბათის ღამეს, 15 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინას 152 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტანა. მათგან 124 ჩამოაგდეს, იუწყებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში წუხელ ღამით რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად სამი თვის ჩვილი დაიღუპა. რუსული დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაშავებულებს შორის არიან 5 და 12 წლის ბავშვები. სულ დაჭრილია 11 ადამიანი, განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ განჟამ.

ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმისას დაინგრა ფეხსაცმლის ფაბრიკის შენობა და ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა ასევე მიტოვებულ კერძო სახლსაც, იტყობინება ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა დააზიანეს იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება „უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის სამხედრო ტვირთისა და საწვავის შენახვის, დატვირთვისა და ტრანსპორტირებისთვის“, ასევე სამხედრო-ტექნიკური ქონების საწყობი ოდესის პორტში.

ზაპოროჟიეს რაიონზე რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, წერს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. ყველა მათგანი იმყოფებოდა ავტომობილებში, რომლებსაც რუსეთის FPV-დრონებმა შეუტიეს. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა ყანაში მომუშავე კომბაინზე დრონების თავდასხმისას. ღამით რუსეთის დრონებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და სამრეწველო საწარმოს დაარტყეს.

ხერსონის ოლქში სამოქალაქო ავტომობილებზე თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაშავდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
186 Civilians Slaughtered in 10-Day Torrent of Ukrainian Attacks on Russia - Russian MFA Spox017.4827-07-2026
2უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრს და სამხედრო აეროდრომს09.6415-08-2026
3მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის კრივოი როგზე რუსეთის მორიგ თავდასხმას010.4116-08-2026
4Latest Russian and Ukrainian attacks kill a total of 15 people, officials say010.4925-07-2026
5Latest Russian and Ukrainian attacks kill a total of 15 people, officials say010.4925-07-2026
6Krievijas dzīvā spēka zaudējumi Ukrainā sasniedz 1 467 320020.5916-08-2026
7Okupantu triecienos Ukrainā pieci nogalinātie011.2616-08-2026
8Ucrania denuncia seis muertos en una ofensiva rusa mientras ataca Zaporiyia y deja ocho muertos, incluidos dos niños06.0225-07-2026
9Number of killed, injured at hands of Ukrainian army grows 25% compared to June — MFA014.7505-08-2026

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 17.38. Источник: www.radiotavisupleba.ge.