Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ინდონეზიაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრას 38 ადამიანი ემსხვერპლა

Дата публикации: 15-08-2026 13:08:01

შაბათს დილით ადრე, 15 აგვისტოს, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. სეისმოლოგები მის მაგნიტუდას ეპიცენტრში 7,7 ბალით აფასებენ. ეპიცენტრი მდებარეობდა აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარის პროვინციის ქალაქ ენდედან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში.
პირველი დაღუპულები იპოვეს კუნძულ ფლორესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაუმერეში. ამ დროისთვის ცნობილია 38 დაღუპულის შესახებ. ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან მრავალი დაშავებული და, შესაძლოა, მსხვერპლიც, ნანგრევებში რჩება.
მთავარ ბიძგს, რომელიც...

Основное содержимое страницы с новостью.

შაბათს დილით ადრე, 15 აგვისტოს, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. სეისმოლოგები მის მაგნიტუდას ეპიცენტრში 7,7 ბალით აფასებენ. ეპიცენტრი მდებარეობდა აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარის პროვინციის ქალაქ ენდედან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში.

პირველი დაღუპულები იპოვეს კუნძულ ფლორესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაუმერეში. ამ დროისთვის ცნობილია 38 დაღუპულის შესახებ. ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან მრავალი დაშავებული და, შესაძლოა, მსხვერპლიც, ნანგრევებში რჩება.

მთავარ ბიძგს, რომელიც ადგილობრივი დროით დილის ხუთი საათისთვის მოხდა, მრავალრიცხოვანი აფტერშოკი მოჰყვა. დაინგრა უამრავი სახლი. მეწყერმა და ღვარცოფმა გზები გადაკეტა, რაც მაშველებს უძნელებს დაზარალებულ დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევას.

როგორც კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულმა სააგენტომ (BNPB) განაცხადა, უსახლკაროდ დარჩა ათასობით ადამიანი. ადგილზე მუშაობენ მაშველები, სამხედროები და პოლიცია. ხალხს კარვებში ანაწილებენ. გარდა ამისა, BNPB-ის შეფასებით, არანაკლებ ორმა ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა პირველივე ბიძგებისთანავე დატოვა სახლები და მიაშურა მთებს, უფრო სტაბილურ ნიადაგს. მათ ეშინოდათ არა მხოლოდ ნანგრევებში დაღუპვის, არამედ იმისაც, რომ ემსხვერპლებოდნენ ცუნამის, რაც ხშირად სდევს თან მიწისძვრებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მართლაც გაავრცელა გაფრთხილება ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ, თუმცა რამდენიმე საათში გააუქმა ის: ტალღების სიმაღლეს ერთ-ნახევარ მეტრზე მეტისთვის არ მიუღწევია.

ახლა დაზარალებული პროვინციების ადმინისტრაციები მცხოვრებლებს ურჩევენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მოერიდონ სანაპირო ზოლსა და დაზიანებულ შენობებს. ისინი აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა გაგრძელდეს.

მიწისძვრები ხშირი მოვლენაა ინდონეზიაში. 2004 წელს სუმატრის სანაპიროსთან 9,1 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომელსაც 220 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 2018 წელს კუნძულ ლომბოკზე მომხდარ მიწისძვრას 550-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით, იმავე წელს, კუნძულ სულავესისთან მიწისძვრისა და შემდგომი ცუნამის შედეგად დაიღუპა 4,3 ათასზე მეტი ადამიანი.

კუნძულ ფლორესის სანაპიროსთან ბოლო მძლავრი მიწისძვრა და ცუნამი 1992 წელს მოხდა, მაშინ 2,5 ათასი ადამიანი დაიღუპა. კუნძულ ფლორესზე დაახლოებით 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ კუნძულზე, ქალაქ ლაბუან-ბაჯოს მახლობლად, მდებარეობს კომოდოს ეროვნული პარკი, სადაც კომოდოს ვარანები ბინადრობენ.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1(FOTO, VIDEO) Delovi zgrada padaju, ljudi PANIČNO BEŽE: Horor prizori iz Indonezije, opet NOVI POTRES: Najmanje 38 mrtvih u jakom zemljotresu013.8515-08-2026
2Cutremur cu magnitudinea 7,7. Zeci de morți, clădiri avariate și locuitori evacuați în Indonezia VIDEO012.2415-08-2026
3Magnitude 7.7 earthquake strikes off Indonesia's coast, killing at least 38012.4615-08-2026
4Ισχυρός σεισμός 7,7 βαθμών στα ανοικτά της Ινδονησίας, τουλάχιστον 47 νεκροί09.615-08-2026
5Zemestrīce Indonēzijā: upuru skaits turpina pieaugt016.4116-08-2026
6Число погибших в результате землетрясения в Индонезии возросло до 38017.415-08-2026
7Magnitude 7.7 earthquake strikes off Indonesia's coast, killing at least 38 and toppling buildings09.7315-08-2026
8Un terremoto causa al menos 38 muertos en una isla de Indonesia014.7915-08-2026
9Magnitude 7.7 earthquake strikes off Indonesia's coast, killing at least 47 and toppling buildings010.0415-08-2026

Классификация: Происшествия. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 17.58. Источник: www.radiotavisupleba.ge.