Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თამბაქოს რეფორმა საქართველოში: სიგარეტი მეტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები შედის

Дата публикации: 07-10-2026 06:58:00

ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261007/tambaqos-reporma-saqartveloshi-301016251.html

თამბაქოს რეფორმა საქართველოში: სიგარეტი მეტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები შედის

თამბაქოს რეფორმა საქართველოში: სიგარეტი მეტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები შედის

Sputnik საქართველო

ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით. 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-07T10:58+0400

2026-10-07T10:58+0400

2026-10-07T10:58+0400

საქართველო

საქართველოს მთავრობა

საზოგადოება

საქართველოს ბიზნესგარემო

ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკა

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24727/34/247273430_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_e52b11124bbd5698f89bdde9d46ad878.jpg

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის რეფორმამ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო: მოწევის შემცირების ნაცვლად, სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა, ხოლო რეალური შემოსავლები ბიუჯეტში შემცირდა, ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი მოქმედებს. ალიანსის მონაცემებით, სახელმწიფომ ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა, რამაც გამოიწვია ადგილობრივი წარმოების იაფი სიგარეტის გაყიდვების ზრდა. ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 13.8%-ით შემცირდა, თამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 3.9%-ით გაიზარდა (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა. პირველი შვიდი თვის განმავლობაში ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული შემოსავლები 13,8%-ით შემცირდა. თამბაქოს ნაწარმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები ნომინალურად 3,9%-ით, 750,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით, ბიუჯეტის რეალური შემოსავლები 1,3%-ით შემცირდა. ამასთან, სიგარეტის საერთო გაყიდვები 0,5%-ით გაიზარდა და 184,2 მილიონი კოლოფი შეადგინა. საშუალო ხელფასი 8,9%-ით გაიზარდა, რაც სიგარეტის ფასების ზრდას უსწრებს და სიგარეტი შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახადა.ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით. კერძოდ, სთავაზობს გაუქმდეს ადგილობრივი მწარმოებლების საგადასახადო პრივილეგიები, აიწიოს ფიქსირებული აქციზის ფასი და დაწესდეს ზრდის მექანიზმი, რომელიც ყოველწლიურად ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის გადასახადს. ალიანსის შეთავაზებაა ასევე ორიენტირება ევროკავშირის სისტემაზე, სადაც სიგარეტის დაბეგვრა შედგება ორი ნაწილისგან (სპეციფიკური -ფიქსირებული გადასახადი კოლოფზე და ადვალური - პროცენტული გადასახადი ფასიდან). თუმცა, მთავარი დამცავი მექანიზმი არის მინიმალური აქციზური ბეგარა. 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომელიც კრძალავს მოწევას დახურულ სივრცეში, თამბაქოს ნაწარმის რეკლამას, ასევე მოწევას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით. გარდა ამისა, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებიდან) 50 მეტრის რადიუსში, საჯარო დაწესებულებებში, ასევე ბავშვთა ტანსაცმლის, კვების პროდუქტებისა თუ სათამაშოების სექციებში.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24727/34/247273430_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_91c7e9d8f1e9c399bb367ef5341c7357.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა

საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა

თამბაქოს რეფორმა საქართველოში: სიგარეტი მეტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები შედის

გამოწერა

ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის რეფორმამ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო: მოწევის შემცირების ნაცვლად, სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა, ხოლო რეალური შემოსავლები ბიუჯეტში შემცირდა, ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი მოქმედებს. ალიანსის მონაცემებით, სახელმწიფომ ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა, რამაც გამოიწვია ადგილობრივი წარმოების იაფი სიგარეტის გაყიდვების ზრდა.

„როდესაც უცხოური სიგარეტი გაძვირდა, ადამიანებმა მოწევას კი არ დაანებეს თავი, მექანიკურად გადავიდნენ უფრო იაფ, ადგილობრივ ალტერნატივაზე - არასწორად დაგეგმილმა რეფორმამ ერთდროულად ორმაგი დარტყმა მიაყენა ქვეყანას: მოხდა ფისკალური კრახი, დაზიანდა სახელმწიფო ბიუჯეტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“, - აღნიშულია განცხადებაში.

ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 13.8%-ით შემცირდა, თამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 3.9%-ით გაიზარდა (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა.

პირველი შვიდი თვის განმავლობაში ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული შემოსავლები 13,8%-ით შემცირდა. თამბაქოს ნაწარმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები ნომინალურად 3,9%-ით, 750,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით, ბიუჯეტის რეალური შემოსავლები 1,3%-ით შემცირდა.

ამასთან, სიგარეტის საერთო გაყიდვები 0,5%-ით გაიზარდა და 184,2 მილიონი კოლოფი შეადგინა. საშუალო ხელფასი 8,9%-ით გაიზარდა, რაც სიგარეტის ფასების ზრდას უსწრებს და სიგარეტი შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით. კერძოდ, სთავაზობს გაუქმდეს ადგილობრივი მწარმოებლების საგადასახადო პრივილეგიები, აიწიოს ფიქსირებული აქციზის ფასი და დაწესდეს ზრდის მექანიზმი, რომელიც ყოველწლიურად ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის გადასახადს.

„ბრიტანული სისტემა პირდაპირ პასუხობს საქართველოში 2026 წელს შექმნილ პრობლემას, როცა ხელფასების ზრდამ სიგარეტის გაძვირებას გადაასწრო. კანონით დადგენილია, რომ ყოველწლიურად თამბაქოს გადასახადი ავტომატურად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელს + 2%. შედეგად სიგარეტი ყოველ წელს უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე სხვა პროდუქტები ან ხალხის შემოსავლები. ხელფასის მატების მიუხედავად, სიგარეტი მოსახლეობისთვის ყოველწლიურად უფრო მეტად ხელმიუწვდომელი ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალიანსის შეთავაზებაა ასევე ორიენტირება ევროკავშირის სისტემაზე, სადაც სიგარეტის დაბეგვრა შედგება ორი ნაწილისგან (სპეციფიკური -ფიქსირებული გადასახადი კოლოფზე და ადვალური - პროცენტული გადასახადი ფასიდან). თუმცა, მთავარი დამცავი მექანიზმი არის მინიმალური აქციზური ბეგარა.

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომელიც კრძალავს მოწევას დახურულ სივრცეში, თამბაქოს ნაწარმის რეკლამას, ასევე მოწევას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით.

გარდა ამისა, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებიდან) 50 მეტრის რადიუსში, საჯარო დაწესებულებებში, ასევე ბავშვთა ტანსაცმლის, კვების პროდუქტებისა თუ სათამაშოების სექციებში.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა07.7406-10-2026
2დეპუტატი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას! 08.4807-10-2026
3მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 012.0707-10-2026
4„მთავარი ცოდვა ბრიუსელის წინაშე“: პაპუაშვილმა ევროკომისარ კოსს უპასუხა01007-10-2026
5საქართველოს საპენსიო ფონდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა07.5605-10-2026
6საქართველოში კომერციული ბანკების რიცხვმა 20-ს მიაღწია01007-10-2026
7საქართველო დაცულ ტერიტორიებს აფართოებს09.2207-10-2026
8ქვეშეთი-კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება01205-10-2026
9მხედველობის პრობლემები საქართველოში: ექიმების მოწოდებაა დროული დიაგნოსტიკა – ვიდეო09.0307-10-2026
10საწვავის ფასები საქართველოში ფერმერებს აზარალებს – ვიდეო016.4506-10-2026

Классификация: Экономика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.