„ვამოროლონი“ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მეორე პრეპარატ „ჯივინოსტატთან“ ერთად სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
https://sputnik-georgia.com/20261007/kobaxidze-diushenis-kidev-erty-preparats-shevizent-301040113.html
კობახიძე: სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტს შეისყიდის
კობახიძე: სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტს შეისყიდის
Sputnik საქართველო
„ვამოროლონი“ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მეორე პრეპარატ „ჯივინოსტატთან“ ერთად სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T19:00+0400
2026-10-07T19:00+0400
2026-10-07T19:00+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300927503_0:322:2048:1474_1920x0_80_0_0_0486238332b7988ec87547dabd6c7760.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. საქართველოს მთავრობამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ (Italfarmaco) ივლისის ბოლოს გააფორმა. როგორც მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, მეორე მედიკამენტის შემოტანაზეც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, მთავრობის მეთაურის თქმით, პრეპარატი უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პაციენტებზე გაცემა. კობახიძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი. ჯადაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტებს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მისი თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და პრეპარატების შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე. დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
გამოწერა
„ვამოროლონი“ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მეორე პრეპარატ „ჯივინოსტატთან“ ერთად სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ (Italfarmaco) ივლისის ბოლოს გააფორმა. როგორც მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, მეორე მედიკამენტის შემოტანაზეც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
„დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, მთავრობის მეთაურის თქმით, პრეპარატი უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პაციენტებზე გაცემა.
კობახიძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი.
ჯადაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტებს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მისი თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და პრეპარატების შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო სერვისებით 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ისარგებლებენ | 0 | 15 | 05-10-2026 |
| 2 | „კავკასიის უნივერსიტეტი“ პირველკურსელების შესაძლო მოწამვლას ეხმაურება | 0 | 10 | 05-10-2026 |
| 3 | საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავლების გარეშე განახორციელებს | 0 | 10 | 07-10-2026 |
| 4 | Дети из астраханских семей могут бесплатно получать лекарства | 0 | 7.06 | 01-10-2026 |
| 5 | Ракова: пациенты после инфаркта и инсульта в Москве получают лекарства при выписке | 0 | 9.25 | 07-10-2026 |
| 6 | Минфин предложил ввести налоговый вычет на покупку медизделий для операций | 0 | 10 | 02-10-2026 |
| 7 | 🍂 GB31A649F — Скидка 20% на любые анализы, а также ... | 0 | 7.89 | 07-10-2026 |
| 8 | В ГД сообщили, что больницы смогут закупать лекарства по торговым наименованиям | 0 | 8.71 | 01-10-2026 |
| 9 | Цифровая прослеживаемость стимулирует локализацию производства лекарств | 0 | 14.39 | 05-10-2026 |
| 10 | Областная больница №3 Череповца получит новое оборудование | 0 | 12.61 | 04-10-2026 |