ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია “რესპოლი” ადასტურებს, რომ კომპანია “სოლიდუსმა” მისგან შეიძინა საწვავი - რომელიც შემდგომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია “რესპოლი” ადასტურებს, რომ კომპანია “სოლიდუსმა” მისგან შეიძინა საწვავი - რომელიც შემდგომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.
„რეპსოლი“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ - შეძენილი ნავთობპროდუქტების შემდგომ რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხს კომპანიები მასთან არ ათანხმებენ, თუმცა მაინც აღნიშნავს, რომ - შპს „სოლიდუსს“ ამის უფლება ჰქონდა.
“მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა” - ვკითხულობთ
„რეპსოლის“ ოფიციალური განცხადებაში, რომელიც კომპანია “ქონექთის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
“რესპოლის” თანახმად, საბითუმო/კორპორაციული გაყიდვების ფარგლებში ნავთობპროდუქტებს აწვდის 3000-ზე მეტ ქართულ კომპანიას და ეს ყველაფერი “საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით” ხდება.
პოსტის კომენტარებში კი, კომპანია "რესპოლმა" ასევე დამატებით დააზუსტა, რომ - “აღნიშნული მიწოდება იყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში" და აღარ გეგმავს “დამატებით მიწოდებას შპს სოლოდუსზე”.
შპს “რესპოლის” ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაა. ქართულ ბაზარზე "რესპოლი" “ქონექთის” ბრენდის 140-ზე მეტი სადგურით არის წარმოდგენილი.
12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა. "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საწვავი იქ კერძო ბიზნესმა შეიტანა.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა ასევე, რომ - ეს გაკეთდება „ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“.
13 აგვისტოს რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ბენზინი აფხაზეთში „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.
2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ასეთ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას აძლევს.
2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება - „18 ივლისიდან (2026 წლის) წარმოშობილ ურთიერთობებზე“.
„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | BM: Repsol прекратила продажу бензина для поставок в Абхазию | 0 | 5.02 | 16-08-2026 |
| 2 | Требования потерпевших по делу основателя Мошковича возросли до 48 млрд рублей | 0 | 0 | 25-06-2025 |
| 3 | ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი ძვირდება და ამას "ალტერნატიული არხების" სიძვირით ხსნიან | 0 | 14.93 | 16-08-2026 |
| 4 | რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ, რუსული წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს | 0 | 6.6 | 16-08-2026 |
| 5 | "Роснефть" оценит последствия заявлений Помпео | 0 | 0 | 12-03-2019 |
| 6 | Nafta купила месторождение газа на Западной Украине | 0 | 0 | 11-12-2021 |
| 7 | "Татнефть" купила турецкую топливную компанию Aytemiz Akaryakit | 0 | 0 | 26-04-2023 |
| 8 | Владелец задержанного на Украине танкера из России выясняет обстоятельства инцидента | 0 | 0 | 25-07-2019 |
| 9 | Правкомиссия одобрила покупку российских активов Nokian Tyres "Татнефтью" | 0 | 0 | 14-03-2023 |